ტორტი „სამეფო"
მასალა:
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
არაჟანი 1,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 3 ჩ/კ.
ქიშმიში 0,5 ჭიქა
ყაყაჩოს თესლი 0,5 ჭიქა
ქლიავის ჩირი 0,5 ჭიქა
(ცომში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ხილის ჩირი და ნიგოზი).
კრემი:
მოხარშული სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
ნებისმიერი ხილი გასაფორმებლად.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
1ც. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი (გამაფხვიერებელი შეგვიძლია შევცვალოთ 1 ჩ/კ. სოდა+1 ს/კ. ძმარი, სოდა ავთქვიფოთ ძმრით), 0,5 ჭიქა არაჟანი, 0,5 ჭიქა პურის ფქვილი, 0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ქლიავის ჩირი, კარგად ავურიოთ და ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა