“ოთხი სანთელი”
ოთახში ოთხი სანთელი ენთო.
ისეთი სიჩუმე იდგა, რომ უნებურად სანთლების საუბარსაც კი გაიგონებდი.
ერთმა სანთელმა წარმოსთქვა:
– მე სიმშვიდე ვარ. სამწუხაროდ, ადამიანებს არ შესწევთ უნარი, რომ გამიფრთხილდნენ. ვფიქრობ, სხვა არაფერი მრჩება, თუ არა ის, რომ უბრალოდ გავქრე!
და სანთლის ალი ერთბაშად ჩაქრა.
აქვე მეორემ უპასუხა.
– მე რწმენა ვარ. მეც, სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს ჩემს შესახებ გაგონებაც კი არ სურთ, ამიტომ აზრი არ აქვს ჩემს წვას.
თქვა თუ არა, სიომ დაუბერა და… ეს სანთელიც ჩაქრა.
დამწუხრებულმა მესამე სანთელმა მიუგო.
– მე სიყვარული ვარ. ძალა აღარ მყოფნის ვიწვოდე. ადამიანები არც მაფასებენ და ვერც მიგებენ. მათ სძულთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვართ – ახლობლები.
და ამის თქმა