ძალიან მიჭირს ჩემი გრძნობის სიტყვით დაწყება,
რადგან იმდენად გამჯდარია ჩემს არსებაში,
რომ სულს წააგავს..
ან შევადარებ იმას რაც არ ჩანს მაგრამ არსებობს,
როგორც ჰაერი..
თუმცა არ ვიცი ამ მაგალითს როგორ მიიღებ იქნებ დამცინო,
ან უვიცოდ მომნათლო კიდეც..მაგრამ ასეა..
ეს მოქარგული სამყაროა,სულ რომ ყვავილობს,სადაც ყოველდღე ანგელოზის ფრთებით დავფრინავ..
აქ აჭრელებულ ცისარტყელას ხელით ვეხები და ღრუბლებიდან ყვავილების წვიმაც ეშვება..
ხო ეს გრძნობაა , რითიც ვარსებობ, სადაც ვარსებობ, სადაც სასწაულები ხდება..
ან სულაც ეს ხომ ჩემი ოპტიმისტობის განცდაა და რა მოხდა თუ მე ასე მესმის სიყვარული..
შეიძლება ეს მოჩვენებითი ან დროებითი იყოს,მაგრამ არ ვნანობ ამ სიტყვების ასე წარმოთქმას..
მითუმეტეს რომ შევქმენი ბედი..