"თუ ძალიან დიდხანს იქნები ცუდად, არავინ გკითხავს, რა გჭირს. იფიქრებენ, რომ ასეთი ხარ. ასეთი გახდი. თუ ძალიან დიდხანს იქნები ცუდად და თვითონ ალაპარაკდები, გადმოგიგდებენ ერთ-ორ სიტყვას, ან დაიწყებენ ყეფას, ან სახარების კითხვას, ან გაეცინებათ. თუ ძალიან დიდხანს იქნები ცუდად, არავინ აღარ შეიმჩნევს, რომ თან ლაპარაკობ და თან ცრემლებს ყლაპავ. თუ ძალიან დიდხანს იქნები ცუდად, თანდათან შენი მეგობრების სახელებიც უნდა დაივიწყო. და იყო შენთვის. ოთხ კედელში გამოკეტილი. მაინც მობეზრდები ყველას და კარს თვითონ ამოქოლავენ."