არის წუთები, როცა გინდა ხელისგულზე დაუდო შენი ფიქრები იმ ადამიანს, ვისიც გჯერა, მაგრამ ჩუმად ხარ....ეს ფიქრები იმდენად მტკივნეულია, გეშინია, მასაც ა რ ეტკინოს შენი უსაშველო დარდი და ამიტომ ყველაფერს გულში იკლავ....არის წუთები, როცა ახლობელი ადამიანებისაგან გულნატკენი ჩუმად იმშრალებ ცრემლებს და ცდილობ, მხიარულების ნიღაბი აიფარო....მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცრემლები მათაც არ ეტკინოთ.... არის წუთები, როცა უსასრულო სამყაროში თავს მარტოდ გრძნობ, გინდა ხმამაღლა იყვირო და გააგებინო ყველას რომ არსებობ, გიხარია,გტკივა...არის წუთები, როდესაც გიყვარს და დუმხარ, გენატრება და არაფერს ამბობ...არის წუთები, როცა ზღვარზე მყოფს მხოლოდ ერთი სიტყვა გშველის. არის წუთები, როდესაც გინდა, რომ მზრუნველობით მოგხვიონ ხელი