უფალო გესმის? ეს მე გაწუხებ, უკიდეგანოდ ცოდვილი ქალი, მთვარის ნათელში ვფიქრობ და მტკივა,
მხრებზე რომ მაწევს მე მძიმე ჯვარი,
გთხოვ, გევედრები, ჩემს სულს ჩახედო,
სადაც შემომრჩა ცრემლების კვალი,
ხედავ? ვერაფრით ვერ გავისტუმრე
სიყვარულის და სიმშვიდის ვალი,
ლოცვად ქცეული ღიმილი გახსოვს?
ვგრძნობ ამ ღიმილსაც მომტაცებს ქარი,
ღმერთო მაღალო, გთხოვ, გადმომხედე,
ვედრებას ვბედავ ცრემლებით მთვრალი...