Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილი გულზე სათუთად ატატებული, პატარა დედის პატარა შვილი ბედის ვარსკვლავზე დაბადებული — ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს, მასში განგების ხელი ერია, ნაზი ფერია ანგელოზითურთ ისე საოცრად მშვენიერია... დიდება, ღმერთო! მადლის მომფენი წყალობა რომ არ დააგვიანე და მარადიულ სიცოცხლის კვირტი ერთ არსებაში გაამთლიანე... პატარა გოგოს სამყაროსხელა ღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილი და ახდენილი ოცნებასავით ხელში ეჭირა პატარა შვილი!..