მიყვარს, როცა უარაფრო ვარ,. მიყვარს, როცა არავის დაკარგვის შიში არ მაქვს. მიყვარს, როცა ჩემზე არავინ ზრუნავს და ვინც ცდილობს უბრალოდ დავცინი. მიყვარს, როდესაც ირონიით ვუყურებ ამ ნაგვის ყუთად ნაქცევ ცხოვრებას,როცა ისტერიულად ვიცინი მაშინ როცა მტკივა. მიყვარს, როცა ღამეა და მხოლოდ მე ვარ ჩემს ხმაურიან დუმილთან ერთად მიყვარს, როცა ყველაფერი ჩემი ცხოვრების ფერია… მიყვარს, როცა ამ ცხოვრებისგან არავის და აღარაფერს ველი,ასე ხომ იმედიც აღარასდროს გამიცრუვდება. მიყვარს…