ლეგენდაა თუ სიმართლე არვინ იცის ეს
მოსაყოლად ისეთია აატირებს მზეს.
თურმე ერთ ვაჟს შეყვარდა ქალი მზისა დარი,
იმან კიდევ არ გაუღო თავის გულის კარი.
უთხრა თუ გსურს დაგიჯერო, თუ ხარ გაბედული
და გიყვარვარ მომიტანე დედაშენის გული,
რადგან ტრფობას და სიყვარულს დიდი მსხვერპლი შვენის,
სიყვარულით ბრმამ, თავხედმა მიაშურა დედას
მან თავისი სატრფოს თხოვნა ძლივს, ძლივს გაუბედა
დედამ უთხრა შვილო ოღონდ შენ იყავი კარგად
რას მიქვია ჩემი გული თუ კი შეგიყვარდა
არც უარი, არც ყოყმანი და არც ცრემლთა ცვენა
მოიგლიჯა გული მისი და შვილს ხელზე დაუსვენა.
სატრფოსაკენ გაეშურა ვაჟი კისრის მტვრევით,
სიჩქარეში უნებლიედ ქვას წამოკრა ფეხი,
დედის გული ხელზე უდევს სატფოსაკენ ჩქარობს
გულმა უთხრა არ დაეცე დედა გენაცვალოს...
დედი