ჰოი ჩემო ცოდვილო თვალო. რამდენჯერ უნდა წაბილწო სული, სხეული და გონება ჩემი? შენ ის თვალი არ ხარ, რომელიც მანახვებს წმინდა ხატებს, მაკითხებს ბიბლიას და ამავე დროს ცოდვაში მაგდებს. თვალო ჩემო, შენ უნდა განანათლო გონება ჩემი და შეიცნო შექმნილი ბუნების სილამაზე, უნდა დამანახო შვილი ჩემი და მშობლები ჩემი, უნდა დამანახო მეგობარი და საერთოდ გამაცნო შემოქმედის მიერ შექმნილი ქვეყნიერება, მაგრამ რას აკეთებ? მაცდუნებ და ცოდვაში მაგდებ. ნუთუ უნდა დაგაბნელო, რომ აღარ შემაცოდინო? სხვა გამოსავალიცაა, არაა საჭირო შენი დაშთობა, უბრალოდ რწმენა უდა გავაძლიერო.