მაპატიე..მაპატიე უფალო,რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა,რომ ვიყო...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე,როგორც სხეულზე,მაპატიე რომ უნებურად ვტკენ,ვანერვიულებ...მაპატიე,რომ ვერ გსტუმრობ ხშირად...მაპატიე,რომ დაღლილი,ურცხვად მოვდივარ შენთან ატირებული,გიჩოქებ და შენდობას ვითხოვ,მე ხომ ვიცი რომ არ ვარ კარგი..უფალო შენ ხომ იცი,რომ ეს ცრემლები სინანულისაა,ხომ იცი როგორ მინდა კარგი გავხდე.შემეწიე უფალო,მარტო არ დამტოვო...დამეხმარე,რომ სწორი გზით ვიარო....გამხადე ღირსი ხშირად ვეზიარო შენს სისხლსა და ხორცს,საკურნებლად სულისა და ხორცისა...უფალო შეგვიწყალენ...ამინ