ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა…
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო..!” _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო..! ეს სიტყვები გაგათბობს მარტო,
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია…
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია…
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით გემუდარებით