თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, უნეტარესო კათალიკოსო მცხეთისა და უწმიდესო პატრიარქო ყოვლისა საქართველოჲსა, დიდო მამავ და მეუფევ!
ღმრთისადმი დიდებისა და მადლიერების შეწირვით, თქვენდამი განუზომელი ქრისტესმიერი, შვილობრივი სიყვარულით, ჩემი უღირსების სრული შეგრძნებითა და საპატიო კადნიერებით, მდაბლად გილოცავთ ანგელოზის დღეს - ხსენებას წმიდისა წინასწარმეტყველ
ისა ილია თეზბიტელისა!
შეუცნობელია განგება ღმრთისა და გამოუკვლეველია წყალობა მისი, რომელმაც თქვენ, ჯერ კიდევ ოცდაოთხი წლისა, მონა ღმრთისა ირაკლი მოგიწოდათ მონოზონებრივი წმიდა მსახურებისათვის და უწმიდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრი
არქის მელქისედეკ მესამის მამამთავრული კურთხევითა და ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსის ზინობის აღმკვეცელობით