რუსეთის არმიის ოფიცერს ვინმე აკიმოვს, ქართველები აუგად მოუხსენიებია და ნიკო ლორთქიფანიძემ სილა გააწნა.
დუელი გარდაუვალი იყო.
აკიმოვმა, რომელსაც პირველი სროლის უფლება ჰქონდა, საგულდაგულოდ დაუმიზნა, მაგრამ ააცდინა.
საპასუხოდ ნიკომ ჰაერში გაისროლა. მეორედაც ააცდინა აკიმოვმა,
ნიკომ კვლავ ჰაერში დაცალა დამბაჩა. ოფიცრის სეკუნდანტებმა დუელი შეაჩერეს.
საღამოს ნიკოს სეკუნდანტმა წერილი მიიღო:
"მოწყალენო ხელმწიფენო, ნება გვიბოძეთ, გამოვთქვათ ჩვენი აღტაცება თქვენი მრწმუნებლის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედროები, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ როცა ვხედავთ სამოქალაქო ტანისამოსიან ადამიანს, რომელსაც საბედისწერ
სამი ექს-პრეზიდენტი. სამი ექს-მთავარსარდალი. სამივემ - ქვეყნის საბიუჯეტო სახსრებთან სახიფათო თამაშები აწარმოეს. სამივეს - ციხე მიუსაჯეს. ამ, შუაში მყოფ ქათამთან შედარებით - მარცხნივ მყოფს 20 წელიწადზე მეტი, მარჯვნივ მყოფს - 6 წელიწადი მიუსაჯეს. შუაში მყოფი ქათმისაგან განსხვავებით - ორივე რეალური ციხის საკანში იხდის სასჯელს. გაეროს სხდომებზე - არც ერთი ქალბატონი, მათი ღირსების შემლახავ პერფორმანსებს არ ატარებენ. "კაცურად" იქცევიან, ეამაყებათ ამ ქცევით საკუთარი ქვეყნების მოსახლეობას. შეცდომა - ვის არ მოსვლია. შეცდომის აღიარებასა და მის გადალახვაშია - გმირობა.
ასაკიდან გამომდინარე, კორეელმა ქალბატონმა ციხე ცოცხალმა შეიძლება ვერც დატოვოს. თუმცა - გულწრფელად მინდა ვუსურვო მას ამის შესაძლებლობა.
1942 წლის 19 ნოემბერი მსოფლიო ისტორიის ღირსსახსოვარი თარიღია. ამ დღეს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადის მახლობლად.
ოპერაციის მსვლელობისას ჩვენმა არმიამ გარშემოარტყა და გაანადგურა ფაშისტური დამპყრობელების მთავარი ძალები. სულ სტალინგრადის ბრძოლის დროს მოწინააღმდეგემ დაკარგა, დაახლოებით, 1,5 მლნ ადამიანი - თავისი ქვედანაყოფების მეოთხედი, რომლებიც მოქმედებდა საბჭოთა-გერმანულ ფრონტზე.
ამ ბრძოლაში საბჭოთა ჯარისკაცებმა გამოაჩინეს მაღალი საბრძოლო ოსტატობა. გმირობასა და მამაცობისთვის სტალინგრადის დამცველები დაჯილდოვებული იყვნენ ორდენებითა და მედლებით, განსაკუთრებით გამორჩეულებს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მათ შორის იყვნენ რუსები, ქართველები, ყაზახები და სხვა ერების წარმომად