რაღაც ქალური სიყვარულით, ისევ ვცოცხლდები,
და ისევ ვიწყებ ხელთავიდან ახალ ცხოვრებას.
ჩემს გულს, იმდენი სიცოცხლე აქვს, რომ შეუძლია
ათასჯერ მოკვდეს და ათასჯერ,ისევ ცოცხლდება.
მიზეზს რა დალევს, ხვალინდელი დღის გათენების,
მშვენიერია ის რაც ზოგჯერ არაფრად გვიღირს.
როგორც ყვავილი ჭკნება ყველა ლაღი ოცნება,
და მერე ისევ, იმ ადგილას სხვა ყვავილს იშლის.
ადამიანი ასეთია და თანაც ქალი,
ნამცეც სიყვარულს საოცარს და უსაზღვროს გახდის.
რაღაც ქალური წინათგრძნობით მომავალს ხედავს,
და ვერასოდეს მოატყუებს ვერცერთი ფლიდი.
ჰო, ასეთია ეს ოხერი ეშმაკი ქალი,
ზოგჯერ ჩემშიც, რომ ჩასახლდება და მეურჩება.
მაგრამ არსებობს ჩვენში რაღაც,ისეთი სიბრძნე,
ძალა რომელიც სიყვარულზე მაღლა, რომ დგება.
დედა-შვილობა უანგარო გრძნო