--->უფალო, ჩემი სიყვარული, თუ სიზმარია, გემუდარები ნურასოდეს ნუ გამაღვიძებ, თუ, ის რასაც ვგრძნობ, სხეულის და სულის გაყრაა, მაშინ წაიღე ჩემი სული, ამას გავუძლებ, თუკი ეს გული მისი გულის ბედისწერაა, მაშინ ჩემს სულში, სამუდამოდ, კარებს გავუღებ, თუ მასთან ყოფნა ჩემთვის მხოლოდ ბოლო წამია, ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვას ამ წამს ვაჩუქებ, თუ ეს ისაა, რასაც გულით გევედრებოდი, მაშინ ნურასდროს წვიმის ფარდას ნუღარ დაუშვებ, ერთი წამიც რომ დამრჩეს, ქვეყნად, სუნთქვის უფლება, მას ავირჩევ და მერე ჩემს სულს სანთელს დავუნთებ--->