"დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები, თითქოს ფიქრებიც გვქონდა საერთო,შენს ჩემს გაკვეთილს იმეორებდი, რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო. შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა, არ მშორდებოდი წუთით, საათით; რომ სიარული გესწავლებინა, შენც დადიოდი ჩემთან ტაატით, შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა, თავზე ნამუსის ქუდი დამხურე, სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა და სიყვარული დავიმსახურე".