ძალიან საინტერესოა, არ დაგეზაროთ წაკითხვა :)
ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ.
ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვ