ისევ გიხსენებ, როგორც ზმანებას...სული სავსეა შენზე ფიქრებით.შორს ვარ და ღამით კვლავ მეზმანება,როგორ თრთის ცაზე თეთრი ფიფიქები. როგორ ფუსფუსებს ეზოში იგი, ამ სამყაროს, რომ სინათლით მივსებს... მიდის ურიცხვი დღეების რიგი და მე შევნატრი მის ხელებს ისევ.სადღაც სადგომთან ზვინი დგას თივის,ბღავიან ისევ ურჩი ხბოები.სული სავსეა სინათლის სხივით,ოცნებით, გზნებით და სიტკბოებით. და როცა ფანჯრის გაყინულ მინებს ისევ ალღობენ შენზე ფიქრები, მე ვტოვებ ქუჩებს, გზებსა და ბინებს,
ნატვრით, რომ ისევ შენთან ვიქნები.