"პარადოქსია ჩვენს დროში, რომ გვაქვს უფრო მაღალი შენობები, მაგრამ ვართ ნაკლებად ტოლერანტულები, გვაქვს უფრო ფართო გზები, მაგრამ ვიწრო თვალთახედვა.ვხარჯავთ მეტს, ვიღებთ ნაკლებს, ვყიდულებთ მეტს, გვიხარია ნაკლებად. გვაქვს უფრო დიდი სახლები, მაგრამ უფრო პატარა ოჯახები, ვართ უკეთესად კეთილმოწყობილები, მაგრამ გვაქვს ნაკლები დრო. გვაქვს უფრო მეტი ცოდნა, მაგრამ ვართ ნაკლებად გონიერები, გვყავს მეტი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს მეტი პრობლემა, გვაქვს უკეთესი მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.ვსვამთ ძალიან ბევრს, ვეწევით ძალიან ბევრს, დროს დაუფიქრებლად ვხარჯავთ, ვიცინით ძალიან ცოტას, ავტომობილებს ვმართავთ ძალიან სწრაფად, ვბრაზდებით იოლად, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ვკითხულ