ფრთაშეჭრილი მერცხლები...
(ვუძღვნი ჩემ თვალწინ გაზრდილი, უწესიერესი ბიჭების ნათელ ხსოვნას...ისინი საშინელმა ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა)რა იქნება ვერ ბედავდე გაჩენას...
ნეტავ, დარდო, ვინმე მოსვლას გიშლიდეს,
რა შევცოდეთ, რა შევცოდეთ ასეთი,
რომ წლებია ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს (?)
რა უდროოდ გაგვიფრინდი, ზაფხულო,
სად წავიდნენ ის თეთრგულა მერცხლები?
მზეო, რატომ შეგეპარა სიცივე?
თითქოს, ქრები და ხელიდან გვეცლები...
ანგელოზი ლურჯი ციდან ეშვება,-
გამოუშვით, ჩემი ფრთებით ვიჭერო,
იმქვეყნიურ სამშობლოში გელიან,
გზანათელი, გზანათელი, ბიჭებო!
რაღა ვუთხრა სანუგეშოდ თქვენს დედებს,
გულმა მითხრა - ახლა დუმილს ვირჩევო,
მაშ, მშვიდობით, ფთაშეჭრილო მერცხლებო,
გზანათელი, გზანათელი, ბიჭებო!
გ.ო.