სიჩუმე...
ჩურჩულით გიმარცვლავ ღამეებს,
სიჩუმე...
ჩურჩულით გიმარცვლავ მი-ყვა-რხარ,
ქარია...
და მერე ღრუბელსაც ახველებს,
ქარია...
და თითქოს ჩემს იქით მიყავხარ.
შენ წახვალ.
არ წახვალ.
წახვალ ან არ წახვალ,
და მაინც არ წახვალ ხომ ვიცი ჩემიდან,
შენს აქეთ ვერა ვარ,შენს იქით არა ვარ,
შენთან ვარ.
არ გიშვებ არცერთი ხელიდან.
ან როგორ გაგიშვა,როცა სულ გფიქრობ და,
როცა სულ მჭირდები ჰაერზე მეტადაც,
თვალები არასდროს არაფერს ითხოვდა,
ოღონდ შენს თვალებში სიჩუმე ეხატათ.
სიჩუმე, რომელიც ყველაფერს საუბრობს,
სიჩუმე, რომელიც ლექსებზე მეტია,
შენს ცრემლებს,ხანდახან ჩემებსაც გაუძლო
ვალი გაქვს,მე გეტყვი.
სხვები არ გეტყვიან.
შენ იცი,
როგორ მძულს სიტყვების ძიება,
შენ ხვდები ყველაფერს სულ ერთი