,გაიცანით ეს 23 წლის სალომე იდოიძეა, რომელიც ქალისთვის უჩვეულო საქმეს აკეთებს! ყოჩაღ, ის საქართველოს ერთადერთი რეინჯერი ქალია. როგორც მან კავკასიის ბუნების ფონდის ჟურნალისტს უთხრა, პატარა იყო, როდესაც მამამ ცხენის ტარება ასწავლა.
“იქ სადაც მე ვიზრდებოდი, ბევრი ცხენი იყო. ზაფხულში თუ მომინდებოდა, ყოველთვის შემეძლო მეჯირითა, თუმცა თუ ადგილებს კარგად არ იცნობ და ცხენზე დაჯდები, შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდო.” – ყვება სალომე. ის სოფელ დართლოს მკვიდრია და ამიტომ თუშეთს კარგად იცნობს.იმ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა რეინჯერი პატრულირებს, პატრიარქალური კულტურაა გამეფებული, ამის გამო მას ხშირად ხვდება მისი საქმიანობით გაოცებული ადგილობრივები. ამის გარდა, სალომეს თავის ასაკთან შედარებით პატარა შეხედულ