* ლიბანისა და ეგვიპტის
საზღვარზე, სკიტის
უდაბნოში, მოღვაწეობდა ერთი მღვდელ-
მონაზონი, როცა მსხვერპლს სწირავდა,
სულიწმინდა მტრედის სახით წმინდა
ტრაპეზზე გარდამოდიოდა. ამას ვერვინ
ხედავდა თვით მღვდლისა და მისი დიაკონის
გარდა. ერთ დღეს დიაკვანს ერთმა ძმამ
რჩევა სთხოვა, მაგრამ მას ეჩქარებოდა და
უარი უთხრა. როცა, ჩვეულებისამებრ, წირვა
დაიწყეს, დაინახეს, რომ სულიწმინდა აღარ
გადმოვიდა ზეცით. შეწუხდა მღვდელი და
დიაკვანს ჰკითხა: "შვილო, რას ნიშნავს
ნეტავ ეს? მე შევცოდე თუ შენ? მოდი,
განმეშორე ცოტა ხანს, თუ გარდამოხდა
სულიწმინდა მტრედის სახით, მაშინ შენი
შეცოდების გამო მომხდარაო". განშორდა
დიაკონი თუ არა, მეყსეულად გარდამოხდა
ზეცით სულიწმინდა.
---
მსხვერპლის შეწირვის შემდეგ მღვდელმა
დიაკონს გამოჰკითხა