. . .
ზოგჯერ,როცა ნაპირზე დგახარ,ძალიან ღრმა გეჩვენება მდინარე...შედიხარ და ხედავ,რომ მუხლებამდე ძლივს გწვდება...ზოგჯერ პირიქითაა,პატარა რომ გგონია,ყელამდე დაგეტოლება...როგორც მდინარის სიღრმეს ვერ გაიგებ სანამ არ შეხვალ,ისე ადამიანსაც ვერ გაიცნობ,სანამ მის კანქვეშ არ ჩაძვრები,სანამ მისი ჰაერით არ ისუნთქებ.სანამ მისი სულის ლაბირინთს არ გაივლი,სანამ მის გულს შიგნიდან არ შეეხები...
შორიდან სხვანაირად ჩანს,სიღრმეს თვალით ვერ გაზომავ!..ბრმად არაფერს უნდა ენდო!..
ია ნანეიშვილი