შენ სიზმარი ხარ ცხადში ახდენილი, ცის ანგელოზი მიწად დარჩენილი. ნაზი ყვავილი ღვთისგან გაჩენილი, თოვლის ფანტელი მინდვრად დაფენილი. შენ ვარსკვლავი ხარ ცაში ანთებული, გაზაფხული ხარ მარტში დაწყებული, ცისარტყელა გაქ ხიდად გადებული, სიყვარულით გაქ გული გავსებული. ამას ვერ გაიგებს სუყველა გამვლელი, მეტყვიან როგორი ხარო შენ ქართველი, წლები ილევიან როგორც სანთელი, ადამიანო ამდენ ხანს რას ელი. ჩემი ოცნება ხარ ზეცამდე მაღალი, მიყვარხარ ვიქნები შენთან ალალი, უშენოდ ვერ გავძლებ რომ გითხრა მართალი, ჩემთვის უკვდავების შენ ხარ წამალი.