არ არსებობს განსაცდელი, წამალი რომ არ ჰქონდეს.
არ არსებობს გული, მხოლოდ სიძულვილი დაჰქონდეს.
ათასჯერ რომ წაგაქცევენ, მეტჯერ უნდა წამოდგე...
არ არსებობს სიყვარული, ფიქრებში რომ არ ჰქროდეს.
გზად იმდენი ტალახია, როგორ გინდა გამოცდე?!
ოდნავ, რომ არ დაისვარო, რომ გაუძლო გამოცდებს?!
თან, იმდენი ნათელია, შეიძლება გაოცდე,-
არასოდეს საყვედური! არასოდეს წამოგცდეს!..
ხელსაც გკრავენ, როცა უნდათ ნაბიჯებში ჩამორჩე,
ნუ იდარდებ, შენი წილი, შეიძლება გამოგრჩეს?!
არ არსებობს სატკივარი, რომლისგანაც არ მორჩე,
რაც არ უნდა ტკივილების ქარცეცხლებში აღმოჩნდე.
შენი გზა გაქვს, შენი ხვედრი, შენი ბედი-წყალობა.
არ ღირს ღმერთზე გაბრაზება, უარყოფა, გაწყრომა.
ღვთის გარეშე არ არსებობს, კარგად ყოფნის აწყობა.
იმედი ა