* * * * *
და ვერ ვუთხარი ჩემი სათქმელი.
შემცივდა, გულზე გადამიარა,
სუსხმა, რომელსაც ვერ ვემალები.
დარჩენა მისთვის არც მითხოვია.
ვიცი, რომ მაინც წავა წამსვლელი.
მის დაბრუნებას არ შევეცდები
და არც ცრემლებში დავიკარგები.
მე მის გარეშე ვისწავლე სუნთქვა
და მივუხურე უხმოდ კარები.
დროს მივაბარე მოგონება და
გული, რომელსაც არ ვედარდები.
ვიცი დრო მოვა და გამჟღავნდება,
ის რაც მზის გულსაც ჰქონდა სათქმელი,
მაგრამ ვერაფრით ვერ გამაგონებს,
სადაც დამტოვა იქ არ დავხვდები.
უკვე დამთავრდა, რაც ადრე იყო
და სიყვარულის ჰქონდა სახელი.
გულს კი, რომელმაც ზურგი მაქცია,
არასდროს აღარ გავეკარები.
22.10.16.
ქეთი ალასანია.