8 ოქტომბერი, დღის 2 საათი, მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს: მცირეწლოვანი ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. დედა კი შვილის გადმოვარდნიდან 30 წუთის შემდეგ გადმოხტა… ორივე ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია საკმაოდ მშრალია, თუმცა რეალობა, რომელიც ფაქტების უკან იმალება, ერთი ოჯახის დიდ ტრაგედიას აღწერს.
გლდანის მე-2 მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მეცხრე სართულზე კოპალიანების ოჯახი ცხოვრობს. 8 ოქტომბრამდე ერთ ჭერქვეშ 6 სული სუნთქავდა: ბებია, ბაბუა, დიდი ბებია, დედა, მამა და შვილი… დღეს კი ამ სახლში 4 ადამიანი ებრძვის სიცოცხლეს. 8 ოქტომბერს კოპალიანების ოჯახი ორი წევრის, პატარა ნიასა და ნინოს გარეშე დარჩა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობლებმა დავარდნის ხმა გაიგონეს. სიტყვები, რომელმაც დედის ყ