დედა კი შვილის გადმოვარდნიდან 30 წუთის შემდეგ გადმოხტა… ორივე ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია საკმაოდ მშრალია, თუმცა რეალობა, რომელიც ფაქტების უკან იმალება, ერთი ოჯახის დიდ ტრაგედიას აღწერს.
გლდანის მე-2 მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მეცხრე სართულზე კოპალიანების ოჯახი ცხოვრობს. 8 ოქტომბრამდე ერთ ჭერქვეშ 6 სული სუნთქავდა: ბებია, ბაბუა, დიდი ბებია, დედა, მამა და შვილი… დღეს კი ამ სახლში 4 ადამიანი ებრძვის სიცოცხლეს. 8 ოქტომბერს კოპალიანების ოჯახი ორი წევრის, პატარა ნიასა და ნინოს გარეშე დარჩა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობლებმა დავარდნის ხმა გაიგონეს. სიტყვები, რომელმაც დედის ყურამდე მიაღწია, იყო: „ბავშვი გადმოვარდა, ვისია ეს ბავშვი?“… მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი 1 წლისა და 6 თვის ნია კოპალიანი იყო, დედა კი, რომელმაც პირველი სართულის აივანზე პატარა შვილი მე-9 სართულიდან დაინახა, 27 წლის ნინო ბოკუჩავა.
მეზობლების თქმით, ოჯახში ამ დროს პატარა ნია კოპალიანის ბებია, ბაბუა და დიდი ბებია იმყოფებოდნენ. გარდაცვლილების მეუღლე და მამა, ბექა კოპალიანი კი, მეზობლების თქმით, სახლში არ იმყოფებოდა.
მეზობლები ტრაგედიაზე საუბრის დროს რამდენიმე ვერსიას ასახლებენ, დეტალებზე საუბარს ერიდებიან, თუმცა თანხმდებიან, რომ ყველაფერი შემთხვევითობა იყო.
თვითმხილველების ერთი ნაწილის თქმით, პატარა ნია აივნიდან გადმოვარდა, მეორე ნაწილის მტკიცებით კი ფანჯრიდან. მათი თქმით ბავშვს, სავარაუდოდ, სათამაშო გადმოუვარდა და მას გადმოჰყვა. ამის დასტურად კი ბავშვის გვერდით დაგდებული სათამაშო მოჰყავთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев