ზოგჯერ ვერავის აუხსნი, რომ ღიმილის მიღმა უამრავი საფიქრალი, ცრემლი და დარდი გაქვს დამალული;
ვერავის აუხსნი, რომ სულიერად ხარ დაღლილი და ეს ყველაზე მძიმე და საშინელი განცდაა, რომელიც სიცოცხლის ხალისს გაკარგვინებს, მაგრამ მაინც, რაღაც სასწაული ძალით, აიძულებ საკუთარ თავს, რომ სიარული განაგრძო და იმ ადამიანებს არ უმტყუნო, შენი იმედი რომ აქვთ...
ჰო, ამ ყველაფერს ზოგჯერ ვერავის აუხსნი, ამიტომაც იღიმი და, ერთი შეხედვით, უდარდელად პასუხობ, რომ კარგად ხარ და ყველაფერი ძალიან კარგად არის შენს ცხოვრებაში.