♥ მე სიყვარული მიყვარს მგონია,♥ გრძნობა რომელიც ჩემი ტოლია♥ უფალს აკვანთან დაუტოვია მე კი აკვნიდან გამომყოლია♥ მიყვარს ბუნება, ჩიტი პაწია, წყარო ანკარა,ზღარბი ქაცვია.♥ მიყვარს ბავშვი და მიყვარს მოხუცი, მიყვარს ღირსებით რომ ქუხს კაცია ♥ ქალს რომ ამშვენეს სულის სინაზე, ზოგჯერ ეშმაკსაც კაბა აცვია♥ მიყვარს სულელი, ბრიყვი, ალალი, ღმერთმა მათხოვრად არავინ აქცია♥ გზა აირჩიე ცხოვრების სწორად, უფალმა ჯვარი ჩვენთვის ასწია♥ მიყვარს სიცოცხლე, გული ხალასი, თვით სიყვარული სულის განძია.♥ შენ იყავ ჩემი შემწე უფალო, თუ სიყვარულმა ზურგი მაქცია♥ ♥