ვცდილობ ხალხს გავუხალისო ცხოვრების ერთი წუთი მაინც, ვცდილობ დავანახო მათ, რომ სიყვარული და ღიმილი ადამიანს ასაზრდოებს სასიცოცხლოდ, კურნავს მას და უვსებს იმ სიცარიელეს რაც ოდესმე გადაუტანია. ხალისიანი, გულწრფელი და სითბოთი აღსავსე ღიმილი, სადღაც გაქრა.... სად წავიდა ეს კი არავინ არ იცის... ალბათ ოდესმე დაბრუნდება, ოდესმე ისევ გავივლი ქუჩებში, ოდესმე ისევ შემომხედავს გამვლელი და გამიღიმებს, გამიღიმებს და მივხვდები, რომ ის დაბრუნდა... რომ კვლავ შემეძლება ქუჩებში გავლა, რომ კვლავ შევხედავ ქვრივ დედას და მისი ცრემლიანი თვალების შემხედვარე მეც არ ავტირდები უბრალოდ გავუღიმებ, რათა ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება...არ ვარ ხეციიი?!