შენ ჩემი პატარა შვილი ხარ-
დედიკოს პატარა იმედი...
შენს გამო ისეთი დიდი ვარ,
ცას ცალი ხელით მივსწვდები!..
ისურვებ- დაგიკრეფ ვარსკვლავებს,
სინათლით აგევსოს მუჭები!..
მე ხელებს დაგიფენ მალულად
ნაწვიმარ მიწაზე თუ ჯდები...
თუ გინდა მზის სხივსაც მოგიწყვეტ
და თმებში ჩაგაწნავ იმედად...
სიცხეში მე ჩრდილი ვიქნები-
უნდა გაეზარდო შენს დედას!!!
სხვა იმას ვერასდროს ვერ შეძლებს,
დედა რომ შვილისთვის აკეთებს...
შვილი ხარ და შენ თუ გჭირდება-
არწივის თვალებით ვაკვესებ!..
მე აღარც სიკვდილი მაშინებს,
დედა ვარ- წინ ვინ დამიდგება!..
ცოცხალი დაგიცავს დედიკო
და მკვდარიც სულ შენს წინ იდგება!..