ერთი ღარიბი კაცის ცოლი კარაქს ამზადებდა, მეორე დღეს ეს კარაქი კაცს მაღაზის მეპატრონესთან მიჰქონდა და მას აბარებდა. კარაქს ღარიბი კაცის ცოლი წრის ფორმას აძლევდა, რომლის წონაც ერთ კილოგრამი იყო. თანხა, რომელსაც ვაჭარი ღარიბ ცოლ-ქმარს უხდიდა, მათ ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენდა.
ერთხელაც მაღაზიის პატრონი დაეჭვდა, რომ კარაქის წონა ერთი კილოგრამი არ იყო და გადაწყვიტა გადაემოწმებინა. მან სასწორზე აწონა კარაქის რგოლები და ნახა, რომ აბსოლუტურად ყველა მათგანი 900 გრამს იწონიდა. ამან ძალზე გააბრაზა ვაჭარი და მეორე დღეს, როცა ღარიბმა მას კვლავ მიუტანა კარაქი, უკმაყოფილოდ უთხრა: ” მე აღარ ავიღებ კარაქს შენგან, შენ მატყუებდი. კარაქის რგოლები ერთ კილოგრამს კი არა, 900 გრამს იწონის. მომშორდი, არ მ