ვეძებთ ერთმანეთს, ვპოულობთ, ვეჩვევით, ვუყვებით როგორ გაგვიცრუეს იმედები სხვებმა და როგორ გვატკინეს გული. ვრწმუნდებით რომ აღარ გვინდა უერთმანეთოდ, რომ აღარ წავალთ უმიზეზოდ, რომ არ დავემსგავსებით მათ, ვინც ადამიანების ნდობა დაგვაკარგვინა, მერე კი იმაზე უფრო მწარედ და მტკივნეულად მივდივართ, ვიდრე ჩვენამდე მყოფები წასულან. ვკარგავთ ერთმანეთს და მერე ისევ ვიწყებთ ვიღაცის ძებნას.