განა სტყუის?–იმ გადასულ ამბავს ყვება,
დავიწყება თუმც არ გვმართებს რომლის,
ვინ თქვა მხოლოდ, თოფიაო მაჭახელა,
მდინარეა, უპირველეს ყოვლის.
მთებს, რომ იხვევს გარს გოლიათ ვაჟკაცებად
და აცოცხლებს მდელოს მიდამოის,
იგი მზეა,არასოდეს რომ არ ქრება,
სინათლეა, სიმართლეა დროის.
და მაშინაც კარჩხალი, რომ გადალხვება,
ნამქერებად რომ წამოვა თოვლი,
უფრო მძლავრად დაიქუხებს მაჭახელა,
გულს აღანთებს ვაჟკაცური თროლვთ.
კალმახების კლდეზე გულით დაჯახება,
ტკბილი განცდა სტიქიასთან ბრძოლის–მაჭახელა,
მშობლიუტრი მაჭახელა,
ჩანჩქერებად ჩამსხვრეული ბროლი.
არა სტყუის?–იმ გადასულ ამბავს ყვება,
დავიწყება თუმც არ გვმართებს რომლის,
ვინ თქვა მხოლოდ, თოფიაო მაჭახელა,
მდინარეა, უპირველეს ყოვლის.