თავი ვეღარ გავანებე წერას, ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები, ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვალს, გვიანია,მითეთრდება თმები. და თუ რამე დამალულაგულში, მინდა,რომ თქვენც იცნოთ ჩემი სუნთქვა, ვერ დავცალეგრძნობა სიყვარულში, (თუმც,არასდროს არ ვყოფილვარ გულქვა). უკვე მელის შუქი,თუ წყვდიადი და სიცოცხლის გასაყარზე ვდგავარ, თითქოს,კიდევ ერთი განთიადი, სასუფევლადგამზადებულს ვგავარ. ეს ზაფხულიც ერთფეროვნად გავა, მეც გავყვები სექტემბერში ქარებს, ახლა,უკვე მინდა იავნანა, თითებზე ვთვლი შემორჩენილ წამებს. ცას შევცქერი და სიმშვიდეს ვნატრობ, ფანჯარასთან,სარეცელზე ვწევარ, სიჩუმეში მე ვყვიროდი მარტო და სიჩუმე ახლა,უკვე მე ვარ. თავს კი,მაინც ვერ ვანებებ წერას, ღარიბულად,ჩემთვის ვირითმები, ვიცი,უკვე ვერ მივწვდები მწვერვა