ბერმა პორფირიმ უთხრა ბავშვთა ექიმს:
– უთხარი დედებს, დაე, შეიგნონ, რაოდენ დიდი პატივი დასდო მათ ღმერთმა იმით, რომ ღირს – ჰყო დედებად გახდომისა. იმ წუთიდან, რაც თავის თავში ატარებენ ჩასახულ ემბრიონს, მათ აქვთ მეორე სიცოცხლეც.
დაე, დედა ესაუბროს თავის შვილს მუცელში. ჩანასახი ყველაფერ ამას საიდუმლოდ გრძნობს. დაე, დიდი სიყვარულით ილოცოს მისთვის. დედის უსიყვარულობას, ნერვიულობას, მრისხანებასა და სიძულვილს გრძნობს არა მარტო დაბადებული ბავშვი, არამედ ჩანასახიც… და მის პატარა სულში ჩნდება ტრამვები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.
შვილები უფლისაგან მოიცემიან არა როგორც ტვირთი და სასჯელი, არამედ როგორც გათხოვილი ქალის კურთხეული გზა – ცხოვრების ჯილდო და ნუგეში. ,,სამკვიდრებელნი უფლისანი ა