როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს.
ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერ