Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —საქართველო იყო მათი საყვარელი მა #მრ