გურულები მაგრები ვართ
მსოფლიოში ყველაზე!
პატარას და დიდ პრობლემას
გადავწყვიტავთ ელანძე,
როცა სხვები ბალს ჭამენ
და შემომჯდარან ტყემალზე,
სისხარტით და იუმორით
ავალთ ყველა მწვერვალზე.
ისე სწრაფად ვლაპარაკობთ,
ჩვენც არ გვესმის ხანდახან,
სურვილი მაქვს,სამშობლოსთვის
მუდამ ვიდგეთ მხარდამხარ.
ანეკდოტიც არ არსებობს
გურულებზე გლახაო,
ვინც გაბედა მოფიქრება,
მაგრად გეილახაო...
ომში ჩინეთსაც კი ვძლევდით,
წავაცლიდით ყველას თავს,
მაგრამ მერე დაგვეზარა.
მილიარდს რა დამარხავს...
მაგიორში თუ გავბრაზდით,
ცაზე მეხი ვარდება,
ვაი იმის პატრონს ვინც კი
ხელში ჩაგვივარდება.
ჩვენთან ქალის წყევლას უძლებს
მხოლოდ ჯავშან-ჟილეტი,
გურულობას ვერ მოიგებ
ლატარიის ბილეთით!