მე შენთან ჩურჩულს ლექსებით ვბედავ
მინდა სტრიქონმა ჩუმად გაუწყოს,
რაც ჩემმა ენამ ხმამაღლა ვერ თქვა.
მე ლექსს კი არ ვწერ, შენთან ვსაუბრობ,
მე ლექსს კი არ ვწერ,ვიხვევ იარებს,
ეს ჩემი სისხლი მელანს ერევა,
როცა დუღილით ხეთქავს სისხლძარღვებს,
როდესაც გულში აღარ ეტევა.
მე ლექსს კი არ ვწერ,ვლაშქრავ მწვერვალებს,
შხარას, თეთნულდს და მყინვარწვერს ვიპყრობ,
როცა მზე ლაჟვარდს ააელვარებს,
კავკასიონის ქედები მიხმობს.
მე ლექსს კი არ ვწერ, ვიხსენებ მამას,
კაცს დარბაისელს და სანდომიანს,
ლექსით ვხვდები და ვაგებებ სალამს,
სვანური ქუდით მოვა მგონია.
ვუმასპინძლდები ლექსით ძმაკაცებს,
ვემიჯნურები ქალებს ლამაზებს,
ლექსებს ვურიგებ ღარიბ-ღატაკებს,
რადგანაც ფული ამომაცალეს...
მე ლექსს კი არ ვწერ, მე ასე ვცხოვ