ასეა ახლა,
ასე იყო,
ასეც იქნება,
კაპიკი არის შენი ფასი,
თუ არ წახვედი.
გრძნობას ვინ ჩივის,
ნაბიჯებიც ისე მძიმდება,
-გინდა?!
-არ ვიცი..
მაინც არ ჩანს არსად საშველი.და შენი სულიც,
მერამდენეს, ვინ იცის, ელის,
სხვის ჩაფურთხებას,
რაც, დრო და დრო,
ჩვევად დასჩემდა.
შევცდი,
როდესაც დავიჯერე სამყაროს შეცვლის.
დრო იგივეა,
ჩემო კარგო,
ხალხი დაეცა.