ხო, მე ხევსური ვარ
ერთი უბედური,
ღვთისგან ბოძებული
ალბათ განაჩენით,
მცირე სიყვარული,
მცირე მოგონება,
ვფიცავ არაფერი,
მეტი დანარჩენი.
დიახ ხევსური ვარ
ძველი ტრადიციით
გამოყოლებული
ყველა რიტუალით,
მთაში სალოცავით -
ხატში სანთლებით და
ბარში დავაბოტებ
ბედმა ჩამომრიყა.
ქალი საყვარელი,
წმინდა, შეუხები,
ქალი ალმაცერი -
ღია დალალებით,
ჩვენ შორის მოთმინება -
მთელი დედამიწა,
გთხოვ ნუ მიმატოვებ
თორე ვერ დაგიცავ.
კი, მე ხევსური ვარ
რაღაც სამასური
ალბათ მეც მაცხია
მთის და ვაჟკაცური,
ქალი, პოეზია,
ლუდი, სალამური,
ფხოვი მენატრება
ზამთრის ნაკადულით.
მწვანით დაფარული
დევი ფერდობები
თეთრად შერეული
ნაზი გვირილები,
ცა და დედამიწა
როგორც ერთა-წმინდა
უკვე ვირევი და
შენი,