ნიკა გვარამია ! 2007 წელს, „მატროსოვზე“ ზონდერსახესთან ბაჩო ახალაიასთან და ყველა დროის პოლიტიკოსთან, სოზარ სუბართან ერთად შემოხვედი ვითომდა პატიმარი ქალების მოსანახულებლად. ჩემი სახით უკანონოდ ციხეში გამომწყვდეული ჟურნალისტი გიყურებდათ და გაფიქსირებდათ (მაშინ თუ გიკითხავთ, რამდენი ჟურნალისტი ჰყავდა მიშას ციხეში?). მინდა, გაგახსენო, საცოდავი პატიმარი ქალები შემოგეხვივნენ და განა რას გთხოვდნენ? შენსავით სამ მოსამართლეს და ამდენივე პროკურორს კი არა, თითო-თითოს! ყველა სათითაოდ გთხოვდათ განაჩენის გადახედვას, სხვას არაფერს!
კიდევ, იცით, რა გამახსენდა? შენს ძმას, ახალაიას, მხარი რომ გაჰკარი იმ ქალის დანახვაზე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც დაუხმარებლად ვერ გადაადგილდებოდა და პატიმრებს ხელში აყ