ერთ საღამოს სოფლის ბირჟაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ჰკითხეს ერთ მოხუცს, შენ თითქმის ნახევარი საუკუნეა მეუღლესთან ერთად ცხოვრობ და თქვენი სახლიდან არასდროს ხმამაღალი საუბრის ხმაც კი არ გამოსულა (მოგეხსენებათ სოფელში ყველამ ყველაფერი იცის)...
– მოხუცს გაეღიმა. ბევრჯერ გინახავთ ალბათ როგორ სეირნობენ საღამოობით ახალგაზრდა წყვილები ხელი – ხელ ჩაკიდებულები, მერე ბიჭები გოგონებს სახლამდე აცილებენ. პირველ საღამოს როცა აცილებ – თითქოს არაფერია, მეორე უკვე ყველასთვის სალაპარაკო თემაა, ხოლო მესამედ ჩათვალე უკვე სასიძო ხდები...
– მეც ვაცილებდი ერთ საღამოს გოგონას, მივდივართ ხელი – ხელ ჩაკიდებულები ვესაუბრები და შეუმჩნევლად გუბეს მივუახლოვდით, უცებ გოგონა გამისხლტა ხელიდან და გუბეს შემოურბინა, მე უცებ ვ