ამ ქვეყნად ბევრი რამ ხდება, ცხოვრება არის გამოცდა, სადაურს სად არ წაიყვანს, მოწყვეტს ხატსა და სალოცავს. ოცნებით სად არ მივლია, შემომივლია მთა-ბარი, მომნატრებია სხვა ქვეყნად ცხოვრების ტკბილი ზღაპარი. რეალობა კი სულ სხვაა, მალე მიხვდები რაც არი, ფრთებდამსხვრეული მერანი, თვალში შეყრილი ნაცარი. სამშობლოს არრა ჯობია, მთა-გორიანს და ველიანს, შენს ამიერს და იმიერს, შენს ტკბილ ოჯახურ კერიას! ცხოვრებავ,ბედო ტიალო! ნურვის მოუწყობ გამოცდას, ნურავის ნურსად წაიყვან, ნუ მოწყვეტ ხატს და სალოცავს!