ჰეი!..! ახალ წელს გილოცავთ
ვაჟებო, თიანელებო,
მთის არწივებო ლაღებო,
კლდის წვერზედ შემომფრენებო;
გაჭირვებისა ტალ - კვესნო,
პირიდან ცეცხლის მყრელებო,
ძმაკაცის მოყვარულებო,
ბოროტის მუდამ მტერებო,
არსენასავით ნაქებნო,
გზადაგზა სუფრის მშლელებო
სასმელში დაუჟაბნელნო
ჯამით არაყის მსმელებო,
ჭირის და ლხინის გამგებნო
პირში ყველაფრის მთქმელებო,
ერთურთის მოყვარულებო
მტრისთვის სულ - ამომხდელებო,
ძმობაში; - ფრიდონ, ავთანდილ
ტარიელს დანაფერებნო:
- მანამ იცოცხლეთ, სანამა
მთაზე ნისლები დიოდეს,
თენების მახარობელი,
ცისკარი ამოდიოდეს
მანამდის ჩვენი იორი
თიანეთს ჩამოსდიოდეს
მანამდის იყვეს დღე - ღამე
სანამ მამალი ყიოდეს.
მინდა თქვენ მეკვლედ ვაფრინო
ჩემი დალოცვა ქართული
- აივსეთ ხვავით, ბარაქით
გქონდესთ ცხოვრებ