ნუ გადამაქცევ
სიყვარულის მათხოვრად ღმერთო,
ის შემაყვარე
ვინც სიყვარულს თვითონაც შემთხოვს,
მერე ორივეს
გაგვიმტკიცე ეს გრძნობა ღმერთო,
რომ შენი გზებით
სიარული ჩვენ ერთად შევძლოთ,
თუ ჯვრისწერამდე
ერთად ყოფნა შენ აგვიკრძალე,
ჯვარი დაგვწერე
ერთად ყოფნა თვითონ გვიბრძანე,
ორივე ერთად
სიკეთის გზით შენ დაგვიმგზავრე,
გთხოვ ანგელოზი
სიმართლისა წინ წაგვიმძღვარე,
მოგვეც შვილები
სიყვარულის ტკბილი ნაყოფი,
ოღონდ არიყვნენ
უგუნურნი ან ავადმყოფნი,
ძალა მოგვეცი
მათი აღზრდა ჩვენ სწორად შევძლოთ,
და ყველამ ერთად
ბედნიერად ცხოვრება შევძლოთ,
ნუ გადამაქცევ
სიყვარულის მათხოვრად ღმერთო,
ის შემაყვარე
ვინც სიყვარულს თვითონაც შემთხოვს,
და ამ ყველაფერს
წრფელი გულით ი